ინციდენტი შაკირას კონცერტზე - მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

შაკირა

შაკირა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამის მიზეზი მომღერლის კონცერტზე მომხდარი ინციდენტია. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს რომ შაკირასთან მომუშავე ოპერატორი წონასწორობას კარგავს და დაბლა ეცემა.

სოციალური ქსელის მომხმარებლების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ შემსრულებელს მომხდარზე რეაქცია არ ჰქონდა და შეშფოთება მხოლოდ მოგვიანებით გამოხატა.

ეს შემთხვევა დებატების საგნადაც კი იქცა. საზოგადოების ნაწილის თქმით, საჯარო ფიგურის ქცევა მსგავს სიტუაციებში ასეთი არ უნდა იყოს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Bi-Polar Radio Revista 📻 (@bi_polarradiorevista)