ინციდენტი კუბის ტერიტორიულ წყლებში - აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა

კუბა

ინციდენტი კუბის ტერიტორიულ წყლებში - აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი, ექვსი დაშავდა.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პირველი გასროლა სანაპირო დაცვის გემის მიმართულებით ამერიკული კატერიდან მოხდა. დაწყებულია გამოძიება.

საკუთარ მოკვლევას ატარებს შეერთებული შტატები. სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარი არ ყოფილა აშშ-ის ოპერაცია და მასში ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.