1769284719
ინდოეთში ნიპას ვირუსს ებრძვიან
ინდოეთში ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების 5 შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის გავრცელების შესაკავებლადაც ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს. 100-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
ნიპა სასიკვდილო ვირუსია, რომლის ვაქცინაც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. ვირუსის გადაცემა ძირითადად ღამურებისა და დაბინძურებული ხილით ხდება.










