ილონ მასკმა ბოლო ერთ წელში 100 მილიარდი დოლარი დაკარგა

ილონ მასკი

ილონ მასკმა ბოლო ერთ წელში 100 მილიარდი დოლარი დაკარგა.  ინფორმაციას ამის შესახებ Forbes ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გასულ წელს, მასკის  ქონების ღირებულება 300 მილიარდ დოლარს გასცდა, რის გამოც ილონ მასკი ისტორიაში უმდიდრესი ადამიანი გახდა.

20 ოქტომბრის მონაცემებით, მილიარდერის ქონება ამჟამად 209.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 35%-იან ვარდნას ნიშნავს. მიუხედავად ამ დანაკარგისა, მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება.