ხიხაძირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ხიხაძირის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მე-12 კლასელი მოსწავლის, ვეფხია გაბაიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.