სასიძომ გაიგო, რომ პატარძალმა საუკეთესო მეგობართან უღალატა და შურისძიება ქორწილის დღისთვის გადადო
1685222678
ილონ მასკისა და გრაიმსის შვილს ამიერიდან კითხვის ნიშნის სიმბოლო ერქმევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გრაიმსმა შვილს სახელი კიდევ ერთხელ შეუცვალა, თუმცა წუხს, რომ სახელმწიფო ბავშვის სახელს ოფიციალურად არ აღიარებს.
მომღერლის თქმით, 15 თვის შვილს სახელი კიდევ უფრო შეუმოკლა. "ის ახლა Y-ია, ან "Why (რატომ)" ან უბრალოდ "?" (მაგრამ სახელმწიფო ამას ოფიციალურად არ ცნობს). ცნობისმოყვარეობა, მარადიული კითხვა და ასე შემდეგ", - წერს გრაიმსი ტვიტერზე თავისი შვილის ახალი სახელის განმარტების შესახებ.
გრაიმსმა შვილის სახელის შეცვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ტვიტერზე ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში დედა-შვილს ერთნაირად აცვიათ და თმაც მსგავსად აქვთ შეღებილი.
Y 🐉 C pic.twitter.com/esTg8e5Gr7
— 𝔊𝔯𝔦𝔪𝔢𝔰 (@Grimezsz) March 23, 2023
გრაიმსსა და ილონ მასკს შვილის სახელზე აქამდეც უკამათიათ. მათი პირველი ვაჟი 2020 წელს დაიბადა, რომელსაც თავიდან X Æ A-12 ერქვა, შემდეგ კი ბავშვს სახელი შეუცვალეს და X Æ A-Xii დაარქვეს. თუმცა კალიფორნიის კანონი იურიდიულ სახელში ნომრების გამოყენებას კრძალავს.