1789641528
ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს
ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს. მეი მასკის თქმით, ცხოვრების მსგავსი სტილი მისთვის უცხო არაა.
უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს: „თუ იატაკზე გასაშლელი ლეიბი მაინც მაქვს, მეტი არაფერი მჭირდება. მთავარია თავზე ჭერი გეხუროს და გვერდით ბოროტი ადამიანი არ გყავდეს. ეს ნამდვილი ფუფუნებაა“.
როგორც ცნობილის, „სფეის იქსის“ დამფუძნებელს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ურჩევნია, ღამეები მეგობრებთან ან დროებით საცხოვრებლებში გაატაროს. ამიტომ, როდესაც ილონს დედა სარაკეტო ბაზაში სტუმრობს, მეი მასკი დაწესებულების სარდაფში იძინებს ხოლმე.










