ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის თურქეთში მედია ორგანიზაცია Köklü Değişim Media-ს წარმომადგენელი აჰმედ საპა დააკავეს

აჰმედ საპა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის თურქეთში მედია ორგანიზაცია Köklü Değişim Media-ს წარმომადგენელი აჰმედ საპა დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება სხვა ქვეყნის მეთაურის შეურაცხყოფა.

გამოძიების ფარგლებში, 27 ოქტომბრის ღამით მედიაორგანიზაციის სტამბოლის წარმომადგენელი, მუჰამედ ემინ ილდირიმი დააკავეს, ხოლო ჰათაის წარმომადგენელი აჰმეთ საფა დღეს დილით.

Köklü Değişim Media ცნობილია, როგორც პანისლამისტური ორგანიზაციის Hizb ut-Tahrir-ის მხარდამჭერი მედია თურქეთში.

ილდირიმი, რომელიც სტამბოლის პოლიციის სამმართველოში „უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურების შეურაცხყოფის“ ბრალდებით გამოკითხეს, დილით გაათავისუფლეს.

ილდირიმმა სოციალურ ქსელში ალიევს „ტირანი“ უწოდა, ხოლო სტამბოლში, აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოსთან გაკეთებულ განცხადებაში „დიქტატორი“. ილდირიმმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები „პოლიტიკურ კრიტიკას“ წარმოადგენდა და დასძინა: „ალიევის მიერ თავსაფრის ტარების აკრძალვა ადასტურებს მის რეპრესიულ ბუნებას და იმას, რომ ის ოპოზიციას სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევს“. ჩვენებაში მან ასევე გაიხსენა, რომ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „მკვლელი“ და „ტერორისტი“ უწოდეს. გამოძიება დაიწყო ოთხი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანში თავსაფრის ტარების აკრძალვას აპროტესტებდნენ და აკრიტიკებდნენ.

✕