ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა

ილჰამ ალიევი

ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.

ალიევმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ევროპარლამენტში მომხდარი ხმაურიანი სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწყებამ მომხდარზე რეაგირების ნაცვლად, ფაქტი მიჩქმალა.

„[ევროპარლამენტის] ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.