ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს

ჰორმუზის სრუტე

გაეროს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. რეზოლუციას 11 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა და ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

ბაჰრეინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ქვეყნებს მოუწოდებს, მოახდინონ თავდაცვითი ზომების კოორდინაცია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლისთვის.