ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კონ

მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ჰონგ-კონგში - ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტაი პოს რაიონში 8 ცათამბჯენი ამ დრომდე იწვის. მიმდინარეობს სახანძრო სამძებრო ოპერაცია.

დამწვარი შენობებიდან მაშველებმა 94 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს. დაშავებულია 100-მდე, მათ შორის, არიან მეხანძრე მაშველებიც. ეძებენ 250 ადამიანს.

მედია წერს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი საცხოვრებელი კომპლექსში სარემონტო სამუშაოები გახდა.