ჯარიმა 500 ლარამდეა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას
1781806856
35 წლის მსახიობი დეივი ჩეისი, რომელიც ყველაზე მეტად ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლით გახდა ცნობილი, გარდაიცვალა. ინფორმაციას TMZ მისი შეყვარებულის, როი ერნანდესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი და სისხლის ინფექცია გახდა, რამაც სეფსისი გამოიწვია.
მსახიობი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დეივი ჩეისმა კარიერა ბავშვობაში დაიწყო. „ზართან“ ერთად, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „ლილო და სტიჩი“, „დონი დარკო“ და „დიდი სიყვარული“.