ჰეგსეტი NATO-ს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ

პიტ ჰეგსეტი

 აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.

„როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ. ისინი არ იყვნენ სრუტეში, ისინი არ იყვნენ ჩვენთან ერთად. მათმა ლიდერებმა საკუთარი ფლოტი არ გააგზავნეს“, - განაცხადა ჰეგსეტმა ტრადიციული პრესკონფერენციის დროს.