1693764619
„ჰამასი“ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„ჰამასში“ განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „უკანასკნელი გაფრთხილების“ შემდეგ, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ მზად არიან დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ღაზაში ომის შეწყვეტისა და ყველა მძევლის გათავისუფლების მიზნით.
ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასი“ ისრაელისგან ომის დასრულების შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებას, ღაზის სექტორიდან ჯარის სრულ გაყვანასა და სექტორის მართვისთვის დამოუკიდებელი პალესტინელებისგან შემდგარი კომიტეტის შექმნას ითხოვს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ისრაელმა მის მიერ შეთავაზებული პირობები მიიღო და „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს.
„ჰამასი“ გავაფრთხილე, თუ რა მოხდება, თუ ამ პირობებს არ მიიღებენ. ეს ჩემი უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - განაცხადა ტრამპმა.
ბოლო დღეებში ისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა და „ჰამასის“ საყრდენი პუნქტები დაიკავა.