„ჰაპოელ ბეერ-შევა“ ბათუმში, „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1795786261
ჰაკერებმა აშშ-ის საჰაერო ძალების მთავარ ღრუბლოვან გამოთვლით პლატფორმაში შეაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დიდი მოცულობის კონფიდენციალურ მონაცემებს, მათ შორის ტაქტიკური ოპერაციების, პერსონალისა და ლოგისტიკის შესახებ ინფორმაციას.
წყაროების ცნობით, კიბერშეტევა Cloud One-ის სისტემაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის განახლების პროცესში აღმოაჩინეს. ინციდენტის გამოვლენამ სისტემის მუშაობა შეაფერხა.
უცნობია, ვინ იდგა კიბერშეტევის უკან, რა მასშტაბის იყო შეღწევა ან მოხდა თუ არა მონაცემების მოპარვა.
„როიტერსისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში აშშ-ის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ კონკრეტული ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მოწყვლადობებსა თუ ოპერაციულ სტატუსზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყების განმარტებით, ისინი მუდმივად იღებენ შესაბამის ზომებს საჰაერო ძალების დეპარტამენტის ინფორმაციის, სისტემებისა და მისიის შესრულებისთვის საჭირო შესაძლებლობების დასაცავად.