ჰაიტიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ჰაიტი სტიქია

ჰაიტიში ქარიშხალ „მელისასგან“ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განმარტებით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ძლიერი წვიმა გრძელდება.

მედია წერს, რომ ქარიშხალი ჰაიტის სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რადგან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც სტიქია დაატყდათ თავს, ჰაიტი ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ასევე ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დასახლება, შესაძლოა, გარე სამყაროს მოწყდეს.