1747034530
გულით ვატარებ ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტკივილს... - რომის ახალი პაპი პირველ საკვირაო მესაზე

რომის ახალმა პაპმა, ლეონ XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს პირველად მიმართა და მსოფლიოს წამყვან ძალებს „ომის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
პირველ საკვირაო მიმართვაში ახალმა პაპმა უკრაინაში „ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის“, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისკენ მოწოდება გააკეთა.
ლეონ XIV მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და თქვა, რომ ღმერთს სთხოვს, მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ აჩუქოს - "გულით ვატარებ ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტკივილს" - თქვა რომის პაპმა.