გოგონა, რომელიც მოჩვენებებს ეძებდა, მიტოვებულ ეკლესიაში გარდაცვლილი იპოვეს

იტალია

იტალიაში, აოსტას პროკურატურამ მკვლელობის საქმე მას შემდეგ გახსნა, რაც გოგონას ცხედარი მიტოვებულ ეკლესიაში აღმოაჩინეს.
ნანგრევებს შორის უსიცოცხლო ქალი იპოვეს, გვერდით კი საჭმელი ეყარა.

ცხედრის დათვალიერების საფუძველზე, თავდაპირველად აღმოჩენილი დაზიანებები შეესაბამებოდა ძალადობრივი მიზეზების გამო სიკვდილს. გარდაცვალებას არაფერი აქვს საერთო ავადმყოფობასთან ან ექსტრემალურ სიტუაციასთან. 

გაუგებარია,  როგორ მოხვდა გოგონა იქ, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური გზიდან შენობამდე მიმავალი საფეხმავლო მარშრუტი არ არის და ცხედრის აღმოჩენაც შემთხვევით მოხდა.

Aostaoggi იტყობინება, რომ ყურადღება გამახვილებულია შინდისფერი ფურგონზე, რომელიც დაფიქსირდა ამ მხარეში. პოლიციას სურს მის კვალზე გასვლა, რათა გაირკვეს, არის თუ არა ის მკვლელობაში მონაწილე.

უკვე მიღებულია სურათები კამერებიდან, რომლებიც აკონტროლებენ მოძრაობას სახელმწიფო გზაზე, აოსტასა და კურმაიერს შორის.

ამ საშინელი და ბნელი თავსატეხის ნაწილები თანდათან ერწყმის ერთმანეთს. ANSA-ს ცნობით, საფრანგეთში შეაფარა თავი ბიჭმა, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობდა. ის 20 წლისაა, დაიბადა იტალიაში და წარმოშობით ეგვიპტელია.

ფრანგული მედიის ცნობით, გოგონა ლიონში, სენ-პრისტში ცხოვრობს. გამომძიებლებმა ნათესავის მიერ ამოცნობილი მსხვერპლის სახელი და გვარი არ გაამჟღავნეს. ის გარდაიცვალა კისრისა და მუცლის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლდენა. მოწმემ La Stampa-ს უთხრა, რომ გოგონას უსიცოცხლო სხეულის აღმოჩენამდე 3 დღით ადრე შეხვდა ორ ახალგაზრდას. მისი ჩვენებით, ორივე შავებში იყო ჩაცმული: ის მომხიბვლელი იყო, მაგრამ ძალიან ფერმკრთალი, ხვეული თმა, ზეთისხილისფერი და კარგად ლაპარაკობდა იტალიურად. როგორც ჩანს, ისინი შვეიცარიის საზღვრიდან გადმოვიდნენ და ეძებდნენ მიტოვებულ ნანგრევებს, კერძოდ დერბიში მდებარე სახლს. სადაც გადმოცემის მიხედვით მოჩვენებები ცხოვრობდნენ,

სიკვდილი სავარაუდოდ მარტიდან აპრილამდე მოხდა, მაგრამ ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, რადგან ამ დღეებში შედარებით დაბალ ტემპერატურაზე კარგად არის შემონახული ცხედარი, რომელიც ნაპოვნია ყოფილ პატარა ეკლესიაში სოფელ Equiliwaz La Salle-ში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. 

გოგონა, რომლის ცხედარი შემთხვევით გამვლელმა იპოვა, სავარაუდოდ ევროპაში მოგზაურობდა. როდესაც იპოვეს, მას ეცვა კრემისფერი მაისური და გამაშები და მიწაზე იწვა ნაყოფის პოზაში. ირგვლივ მარშმელოუს შეკვრა ეყარა, სხეულთან კი საჭმლის ნარჩენები და სისხლის ლაქები იპოვეს. 
როგორც ცნობილი გახდა, კარაბინერები ახალგაზრდა ეჭვმიტანილის კვალზე არიან, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში იმყოფება. - წერს უცხოური მედია

ასევე ნახეთ:

პირველად სატელევიზიო სივრცეში - ქეიფი და დროსტარება ნიანგის ხორცზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის! - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს