გერმანიის ვიცე-კანცლერმა ჩინეთს მოუწოდა, მეტი გააკეთოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად

ლარს კლინგბეილი

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბეილმა პეკინში ოფიციალური ვიზიტისას ჩინეთს მოუწოდა, მეტი გააკეთოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად.

ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ჰე ლიფენგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლინგბეილმა აღნიშნა, რომ ჩინეთს შეუძლია, ამ საკითხში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

თავის მხრივ, ჰე ლიფენგმა აღნიშნა, რომ  მსოფლიო ამჟამად არასტაბილურობით ხასიათდება.

ცნობისთვის, გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ლარს კლინგბეილი გერმანიის კოალიციური მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც ჩინეთს ეწვია.