გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა

გერმანიაში, ქალაქ აუგსბურგის რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი - 17 და 18 წლის მოზარდებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.

დილიდან სადგურზე პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს. მატარებლების მოძრაობა კიდევ ერთი საეჭვო საგნის აღმოჩენის გამო შეჩერდა.

ზოგიერთი ცნობით, აფეთქებული საგანი შესაძლოა ხელყუმბარა ყოფილიყო, თუმცა პოლიცია ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს.