დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.
მისი თქმით, მილიონი ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან, ოქროს ზოდები და აღიარებული აქვს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე.
„ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ხედავდით კადრებს, მილიონი ამოიღეს მისი სახლიდან, ოქროს ზოდები და აღიარებული აქვს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე, გუშინაც სამწუხაროდ მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების არავის სჯერა. რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.