გერმანიის მომავალი კანცლერი უკრაინას Taurus-ის ტიპის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას დაჰპირდა - The Financial Times

გერმანია

გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინას Taurus-ის ტიპის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას დაჰპირდა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერცი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიას ფრონტის ხაზზე წინსვლისთვის დახმარება სჭირდება, კიევმა კი პოზიციები უნდა გაიძლიეროს, რათა რუსეთს დათმობებზე წასვლა აიძულოს.

აქამდე გერმანიის მთავრობა Taurus-ის კიევისთვის გადაცემას ვითარების ესკალაციის საფრთხის გამო ეწინააღმდეგებოდა.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ევროკავშირის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.