რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
გერმანიაში, (ზემო-საქსონიის ფედერალურ მიწაზე) დაუდგენელმა პირებმა ბანკი გაძარცვეს. როგორც Bild-ი წერს, სამი უცნობი პირი შეიჭრა Volksbank-ის ფილიალის სარდაფში და სეიფები გატეხეს.
პოლიციამ მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც თანამშრომლების ნაწილმა თავი ცუდად იგრძნო. აღმოჩნდა,რომ მძარცველებმა სარდაფში უცნობი ნივთიერებები გააფრქვიეს. პოლიციის მონაცემებით 14 სეიფია გატეხილი, წაღებული ფულის რაოდენობა ზუსტდება.
პოლიცია მძარცველებს ამ დრომდე ეძებს.