1750246026
გერმანიაში ფრთხილი ოპტიმიზმით ვბრუნდები, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში აშშ-შიც იქნება გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ლიდერები გამოიყენებენ ყველა შესაძლო ზომას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
მერცის თქმით, ამისთვის ევროკავშირს ყოვლისმომცველი პაკეტი უკვე მომზადებული აქვს.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ამაზე კონსენსუსი არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ დიდი შვიდეულის ჯგუფშიც. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები შემდგომი სანქციებისთვის ამერიკულ მხარესთან. გერმანიაში ფრთხილი ოპტიმიზმით ვბრუნდები, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკაშიც იქნება გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, რომელიც კანადაში შედგა.
გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ ლიდერები სამხედრო მხარდაჭერისა და სანქციების მეშვეობით რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლაში დაარწმუნებენ.