გერმანია და ევროპელი პარტნიორები მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუ თეირანს ექნება სერიოზული მზაობა, უზრუნველყოს გარანტიები ბირთვულ პროგრამაზე - იოჰან ვადეპული

იოჰან ვადეპული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, გერმანია და ევროპელი პარტნიორები ირანთან შემდგომი დისკუსიების სურვილს გამოთქვამენ, თუ თეირანისგან იქნება სერიოზული მზაობა, უზრუნველყოს გარანტიები მის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით.

„ჩემი კოლეგები გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ასევე უმაღლესი წარმომადგენელი ყოველთვის ამბობდნენ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ეს საჭიროებს ირანის მხრიდან სერიოზულ მზაობას, უარი თქვას ბირთვული მასალების ისეთ გამდიდრებაზე, რასაც ბირთვულ შეიარაღებამდე მიყვანა შეუძლია. ეს ასევე საჭიროებს, სარაკეტო პროგრამების ჩართვასაც. თუ ასეთი სერიოზული მზაობა იქნება, ჩვენი მხრიდან ასევე იქნება მზაობა შემდგომი მოლაპარაკებების საწარმოებლად“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.