დაგიცავთ ინსულტისა და დიაბეტისგან - დასახელდა ორი საკვები, რომელიც შეგიძლიათ ხორცის ნაცვლად მიირთვათ
1702588457
მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი, რომელიც ცნობილია სატელევიზიო და კინო როლების ფართო სპექტრით, მათ შორის "ვამპირის მკვლელი ბაფი", ''ევრო ტური'' და "ჭორიკანა", 39 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ New York Post-ი წერს.
წყაროების თქმით, მსახიობი დედამ იპოვა One Columbus Place-ში, 51-სართულიან ძვირად ღირებულ კომპლექსში, მანჰეტენის ცენტრალური პარკის სამხრეთ უბანში.
როგორც წყაროები აცხადებენ, მსახიობს ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვა ჩაუტარდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.