მამა ვიტალი

1760472959

„ადგომის დროს და ძილის წინ... ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

რწმენით განკურნება რომ შესაძლებელია, ეს მორწმუნემ იცის. მრავალი წელი იტანჯებოდა ქალი სისხლდენით, მაგრამ მაცხოვარს, კალთაზე, რწმენით შეეხეო თუ არა, მაშინვე განიკურნა. შენმა რწმენამ განგკურნაო, ეუბნება მას იესო. ამდენად რწმენით მიღებული ნაკურთხი წყალი, წასმული ზეთი და წმინდა ნაწილებთან მიახლება - გვკურნავს.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წერილიდან, სადაც იგი განკურნების ასეთ მეთოდს იძლევა:„დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს.საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“ 

დედამიწა

1760471461

ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები

მეცნიერების ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ, წყნარი ოკეანის ქვეშ დიდი შეჯახების მტკიცებულებაა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, აღმოჩენილია ზღვის ფსკერის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ტექტონიკური ფირფიტის ნაწილია. იგი, სავარაუდოდ, ჩამოიშალა და ჩამოცურდა მილიონობით წლის წინ.„ჩვენი აღმოჩენა ბადებს ახალ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დედამიწის სიღრმე იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე უზარმაზარ დისტანციებზე და დროში“,- განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა.მეცნიერებმა აღმოაჩინეს 19312 მეტრის სისქის და 1931 კილომეტრი სიგრძის ტერიტორია „მანტიის გარდამავალ ზონაში". ეს არის რეგიონი, რომელიც გამოყოფს ზედა მანტიას ქვედისგან.მკვლევარის თქმით, ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ მეცნიერებს მოუწევთ გადახედონ იმას, რაც ვიცით მანტიის გარდამავალი ზონის შესახებ. მისივე თქმით, ოკეანის სიღრმეში კიდევ უფრო ძველი სტრუქტურებიც არსებობს.„ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ ბევრი უძველესი სტრუქტურა ელოდება აღმოჩენას დედამიწის სიღრმეში. თითოეულ მათგანს აქვს პოტენციალი, გამოავლინოს ბევრი ახალი შეხედულება ჩვენი პლანეტის რთული წარსულის შესახებ“,- თქვა ვანგმა. 

განცხადება ევროკავშირი

1759681720

"ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო" - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ერთობლივი განცხადება საქართველოზე

საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო."საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული", - აღნიშნულია განცხადებაში.მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 1 438 116 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს. 

მიხეილ ყაველაშვილი

1759673366

მიხეილ ყაველაშვილი: [2003 წელს] არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ დაკვეთებით მართული ხელისუფლება, ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ბოლო წლებია

[2003წელს]არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.ჟურნალისტის კითხვაზე როგორ შეაფასებს გარე აქტორების მხრიდან ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს სიახლე არ არის და ორმაგ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება.„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არ არის. უკვე წლებია მათ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტს , თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები . როცა პოლიტიკოსი გქვია სხვა ქვეყნის [საქმეებში]არ უნდა ჩაერიო, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა ,მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ, ეს ადამიანები პირდაპირ დაქვემდებარებულები არიან და მე როცა პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრი ვიყავი ხშირად ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ჩვენ ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების [თაობაზე] . წინასწარ ვსაუბრობდით იგივე ჩემს წინამორბედზე სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციის დარღვევით, იგივეს ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ , მაგრამ იყო ეს დაკვეთა გარედან, რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, ვიცოდით ამის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ მშვიდობიან რევოლუციას არქმევს და ვარდების რევოლუციას, მაშინაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა , გარედან მართული პროცესი იყო. ეროვნულ გმირად გამოცხადებული ეს „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს [ყოფილი] პრეზიდენტი სწორედ გარე ძალების მიერ დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლა ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ. არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო, სწორედ გარეთ დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ ჩვენ აგენტურა ჩვენდა სამწუხაროდ და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ ეს ბოლო წლებია უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული , საზოგადოება არის უკვე გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მით უმეტეს.არსებობს არქივი, ჩემი და ჩემი კოლეგების საუბრები, წინასწარ ვსაუბრობდით მათ ქმედებებზე რა უნდა გაეკეთებინათ , აქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. ჯერ ერთი ეს სიტყვათა წყობა მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს ? ხომ გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ როცა ეს დაკვეთა არის და დამხობაზეა საუბარი, [გადაწყვიტეს]მშვიდობიანი დაურთონ თითქოს წინ, როგორც ვარდები რევოლუცია იყო და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, რა იყო მათი მიზანი, რომ ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რათა გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავისი მომხრეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ანდრია ჯაღმაიძე

1759673310

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე.„ხშირად ისმის შეკითხვა:- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას?პასუხია: - არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით.4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაასთან მოდის წინააღმდეგობაში.საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ვაჟა ლეჟავა

1759667209

"შემოყვანილ იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ორი დაშავებული" - ექიმი ვაჟა ლეჟავა

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავდა აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.ჰოსპიტალიზირებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მძიმეა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. "აქციიდან სულ 5 დაშავებული გვყავდა, სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე და ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის კეროვანი ტრავმა, კერძოდ, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილისთვის, კვლავ ჩატარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უგრძელდება მკურნალობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ექიმმა.დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ადაუდებელი განყოფილების ექიმმა, ვაჟა ლეჟავამ. "შემოყვანილი იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ჩაუტარდათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები. ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება მხოლოდ ორი დაშავებული, რომელიც მკურნალობას აგრძელებს განყოფილებაში. ძირითადი დაზიანებები იყო ტრავმული, ბლაგვი იარაღით და ა.შ." - ამბობს გადაუდებელი განყოფილების ექიმი, ვაჟა ლეჟავა.

xili

1759342681

მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებაა - კვლევის შედეგები

იტალიელმა მეცნიერებმა სიენის უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან აღმოაჩინეს ბუნებრივი ნივთიერება,რომელიც აუმჯობესებს კიბოს დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგებს.კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო პუბლიკაციაში International Journal of Molecular Sciences (IJMS).ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ოლეანოლის მჟავა პრეპარატ კამპტოთეცინთან ერთად გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას. ოლეანოლის მჟავა გვხვდება ყურძენში, ზეითუნის ზეთში და ბევრ სხვა მცენარეულ საკვებში.ახალ კვლევაში ჯგუფმა გამოიყენა ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის მეთოდი, რათა შეესწავლა მჟავას თვისებები ყურძნის გამონაწვლილის ექსტრაქტიდან. ტესტებმა აჩვენა ნივთიერების მნიშვნელოვანი გავლენა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე ქიმიოთერაპიულ აგენტთან ერთად.კამპტოთეცინში ოლეანოლის მჟავის დამატებამ შეამცირა პრეპარატის საჭირო კონცენტრაცია მარტო კამპტოთეცინის გამოყენებასთან შედარებით.  

კიბოს ნიშნები ჭამის დროს

1758571800

კიბოს 3 ნიშანი, რომელიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება - ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

სარკე

1757966639

3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება

ძველი ჩინური სწავლების, ფენ შუის მიხედვით, ამ საყოფაცხოვრებო ნივთმა ადამიანს შესაძლოა მოუტანოს როგორც სარგებელი, ისე ზიანი. აღმოჩნდა, რომ დეკორის ამ ელემენტის შერჩევას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ადგილიც შესაფერისი უნდა მოვუძებნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სახლში უარყოფითი ენერგიის დაგროვება და უსიამოვნებები. სარკის ფორმას ყველა ადამიანი საკუთარი გემოვნებით ირჩევს, თუმცა უმჯობესია სარკე იყოს ოვალური. ადგილის შერჩევის დროს გირჩევთ დაექვემდებაროთ გარკვეულ წესებს. ადგილები, სადაც არ ღირს სარკის დაკიდება:შესასვლელი კარის და ფანჯრის მოპირდაპირედექსპერტები გვირჩევენ, არ დავკიდოთ სარკე შესასვლელი კარის და ფანჯრების  მოპირდაპირედ. ამან შესაძლოა სახლიდან დადებითი ენერგიის გადინება გამოიწვიოს, სამაგიეროდ შესაძლოა შემოიტანოს სახლში უარყოფითი ენერგია და ნეგატივი.საძინებელშიამ ოთახში სარკის დაკიდება კატეგორიულად მიზანშეუწონელია. ითვლება, რომ მძინარე ადამიანის სარკეში არეკვლა უბედურების მომასწავებელია. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ოჯახის კეთილდღეობაზე. თუ თვლით, რომ საძინებელში სარკე აუცილებლად გჭირდებათ, ეცადეთ კარადის კარზე დაკიდოთ, შიდა მხრიდან, ასე წესების დაცვასაც მოახერხებთ და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებასაც.ქურასთან ან მის მოპირდაპირედარც ქურასთან გირჩევთ სარკის დაკიდებას, რათა თქვენი ენერგია არ წაიღოს. თუ ძალიან გინდათ სარკე სამზარეულოში, დაკიდეთ ის მაგიდის პირდაპირ.სად არის სარკის ადგილი? ცალსახად გეტყვით, რომ სარკის ადგილი შემოსასვლელშია. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნეგატიური ენერგია, სარკე რაც შეიძლება ხშირ-ხშირად უნდა გაწმინდოთ. 

გიორგი ღოღობერიძე

1757883442

4 მიზეზი, რომელიც ხელების დაბუჟებას იწვევს - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ხელის დაბუჟების სიმპტომების გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ხელის ნერვებთან ასოცირებული პრობლემაა. იმისათვის, რომ დადგინდეს ზუსტი გამომწვევი მიზეზი,საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა და ზუსტი სიმპტომატიკის აღწერა. ხშირად სწორი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება ეფექტური მკურნალობის საფუძველი ხდება. ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს. @giorgighoghoberid7   ♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე  

sakmeveli

1757877168

რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება

საკმეველს აქვს მადლი და კურნების ძალა. იცოდით, რომ სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, მას განკურნება შეეძლო? ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.***საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. "წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)***მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან. 

გველი

1755630435

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

გაზაფხულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნება გაცოცხლდა თავისი წარმომადგენლებით. ადამიანთა უმეტესობას გველის შიში აქვს, ხშირად, მის სახელსაც ვერ წარმოთქვამენ და შესაბამისად, ცდილობენ, თავიდან აირიდონ მათი მოახლოება.არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, აქვთ ძლიერი სუნი, რომელიც გველებს ეს არ უყვართ. ლავანდა – გველებს ამ მცენარის ეშინიათ. არ უყვართ მისი სუნი და ამის გამო, მას შორდებიან.ნიორი – განსაკუთრებით მისი სუნი, გველებს აფრთხობს. ეს კარგი მეთოდია გველების დასაფრთხობად.პიტნა – ეს მცენარე, ცნობილი თავისი ძლიერი სუნით, გველებს არ მოეწონებათ.დარიჩინი – ასევე აფრთხობს გველებს თავისი ძლიერი სუნით.კაქტუსი - გველებს ეშინიათ კაქტუსის ეკლების და მას ყოველთვის გაურბიან.