გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალის სამართლებრივი მნიშვნელობა ბიოლოგიური სქესით განისაზღვრება და არა იდენტობით

ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალის სამართლებრივი მნიშვნელობა ბიოლოგიური სქესით განისაზღვრება და არა იდენტობით. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განსაზღვრა, რომ ორსულობა და დედობაც მხოლოდ ბიოლოგიურ ქალთან ასოცირებული შეიძლება იყოს.

საქმე ეხება შოტლანდიის მთავრობასა და ქალთა ჯგუფს შორის მიმდინარე ხანგრძლივ სამართლებრივ დავას, რომლის ფარგლებშიც შოტლანდია ტრანსგენდერი ქალების სქესობრივი ნიშნით დაცვას ითხოვდა.

შოტლანდიელ აქტივისტ ქალთა ჯგუფი კი დავობდა, რომ სქესობრივი ნიშნით დაცვა კანონიერად მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებს ეკუთვნით.