გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

„ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, - დაწერა გუტერეშმა პარასკევს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

„გაეროს პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვჭირდება ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის უფლებებისა და თავისუფლებების სრული აღდგენა, რასაც ყველა მხარე პატივს სცემს“, - დასძინა მან.