გაეროს გენერალური მდივანი ირანის ხელისუფლების ქმედებებით შოკირებულია

ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი წერს, რომ შოკირებულია ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია.

ანტონიო გუტერეში ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან.

„ყველა ირანელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი უკმაყოფილება მშვიდობიანად და შიშის გარეშე. გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები, რომლებიც განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლით, სრულად უნდა იყოს პატივცემული და დაცული“, - აღნიშნულია გენერალური მდივნის განცხადებაში.