1782500540
გაერო ვენესუელაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე: ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია, 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია - ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს
ვენესუელაში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.
სააგენტო AFP-სთან საუბრისას, ფლეტჩერმა არსებულ სიტუაციას „უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია“ უწოდა.
„ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია. 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია. შესაბამისად, ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.











