რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ NATO-ს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უალტერნატივოა და ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტია.
„მე არ მინდა, რომ NATO გაიყოს. NATO არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება. ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, - განაცხადა მერცმა.