სტიქია კახეთში - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1765709268
ევროპისთვის „ამერიკული მშვიდობის“ ათწლეულები დიდწილად დასრულდა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, პოლიტიკა, რომელსაც ამჟამად აშშ ატარებს, ერთ დღეში არ გაქრება.
„პოლიტიკა სურვილების სია არ არის. ტრამპი ერთ დღეში არ მოსულა და ეს ამერიკული პოლიტიკა ერთ ღამეში არ გაქრება. შესაძლოა, შემდეგი პრეზიდენტის დროს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდეს. მოდით, შევამზადოთ საკუთარი თავი იმ ფაქტისთვის, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებშიც ფუნდამენტურ ცვლილებებს ვხედავთ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთვის, ევროპისთვის, ასევე გერმანიაში, „ამერიკული მშვიდობის“ ათწლეულები დიდწილად დასრულდა. ის აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორიც ვიცოდით და ნოსტალგია აქ ვერაფერში დაგვეხმარება. ფაქტია, ამერიკელები ახლა ძალიან, ძალიან გადამწყვეტად მისდევენ საკუთარ ინტერესებს და ამაზე ჩვენი ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენივე ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.