თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში
1765727820
ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, ყველაზე მეტად, თელავი და საგარეჯო დააზარალა.
ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ თელავში, ასევე სოფლებში, ვანთაში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და აკურაში, დაახლოებით 15 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც ათასობით აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქარმა თელავში მრავალწლოვანი ხეც წააქცია, რომელიც მეშვიდე საჯარო სკოლის შენობას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
პირველ ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური ტენტებით უზრუნველყოფენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დამატებითი დახმარება გაეწევათ მათ.
სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და წაიქცა ხეები, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.ენერგომომმარაგებელი კომპანია ადგილზე აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს