ფრიდრიხ მერცი: დანიას და გრენლანდიის მოსახლეობას შეუძლიათ ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ

მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განცხადება გააკეთა გრენლანდიის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ევროპულ ერთობას.

„დანიას და გრენლანდიის მოსახლეობას შეუძლიათ ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა ამ მოლაპარაკებების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები“, - განაცხადა კანცლერმა.