სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოქტომბრის დასაწყისში კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სხდომამდე გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში არ შეესაბამება გამოცხადებულ მიზნებს.
ამასთან, ფრიდრიხ მერცის განმარტებით, გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ჯერჯერობით არ განიხილავს.
ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს, წარადგინოს კონკრეტული წინადადებები ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელთა შორისაც განიხილავენ ზოგიერთი სავაჭრო პრივილეგიის შეჩერებას.