ფოტო, ვიდეო - რა ხდება ამ წუთებში ისრაელში

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ „საომარი მდგომარეობას“ აცხადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო რეზერვისტების გაწვევის ბრძანება გასცა.

„აშკელონი ამ წუთებში. დღეს დილით 45 წუთიანი სარაკეტო თავდასხმების შედეგად აშკელონი ყველაზე მეტად დაზარალდა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია. სწორედ ამიტომ რამდენიმე წუთში იგეგმება სპეციალური სამთავრობო ბრიფინგი. ღაზას სექტორთან, საზღვარზე ამ დრომდე ორმხრივი სროლების ხმა ისმის“,- წერია სოციალურ ქსელში.

ნახეთ, კადრები რა ხდება ამ წუთებში ისრაელში.