ვანგას რჩევა: რა უნდა იქონიოთ სახლში, რომ იქ ბედნიერება და სიმდიდრე სუფევდეს
1795552362
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულება ნაკლებად სავარაუდოა.
„ვარ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ომი წლის ბოლომდე დასრულდება? ასე არ ვფიქრობ. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინაში მკაცრი ზამთრისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც, არსებითად, საჰაერო თავდაცვას, ენერგეტიკულ ობიექტებსა და ფინანსებს გულისხმობს“, - განაცხადა სტუბმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ფრთხილ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. სტუბის თქმით, ამ განწყობას აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაც განაპირობებს.
ფინეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ ომში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს. შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების გარდა, სტუბმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებაც შეაფასა.
„უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, ეს დიდწილად გამოფიტვაზე გათვლილი ომი და ჩიხური მდგომარეობაა. რუსეთი წინ ვერ მიიწევს, უკრაინა კი ტერიტორიების მცირე ნაწილს იბრუნებს. დანაკარგები კოლოსალურია. მოვიყვან ციფრს, რომელსაც უკრაინელებისგან ვიღებთ: ოქტომბერში მხოლოდ რუსეთის მხრიდან 53 000 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. თუ ამას შევადარებთ ავღანეთის ომს, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის 10 წელს გაგრძელდა, იქ 10 წელიწადში 18 000 დანაკარგი იყო. ასე რომ, საუბარია უდიდეს ადამიანურ ტრაგედიაზე“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.