1775072520
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების დახმარების შესახებ აშშ-ის მოთხოვნებზე უარი ითქვა - ქვეყნებს არ სურდათ კონფლიქტში ჩართვა, რამდენიმე მათგანმა კი განაცხადა, რომ ეს ომის დასრულებამდე შეუძლებელი იქნებოდა.
ამის შემდეგ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეწყვეტდა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ნატოს „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივისთვის, რომელიც ევროპული ქვეყნების მიერ ფინანსდება - იუწყება Financial Times-ი.
ამ მუქარისა და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა 19 მარტს გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გამოხატეს „მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად“.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუტემ ტრამპი დაახასიათა როგორც „საკმაოდ ისტერიული“ იმის პასუხად, რომ ევროპელებმა უარი თქვეს ჰორმუზის სრუტის დაცვის ძალისხმევაში მონაწილეობაზე.












