„კომენტარი ბევრმა გააკეთა...“ - გოგა მანია გურამ დადიანიძეზე
1787599503
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სომხეთი ფორმალურად მოსკოვის მოკავშირეა, თუმცა წლებია ევროკავშირთან ურთიერთობებს ამყარებს, რაც მეზობელ აზერბაიჯანთან კონფლიქტების დროს რუსეთის მხრიდან უმოქმედობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ განაპირობა. რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, კვლავ ინარჩუნებს არსებით გავლენას სამხრეთ კავკასიის ამ მცირე ქვეყანაზე და მას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად მიიჩნევს“, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.
„სომხეთმა ჯერ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს“, - განუცხადა ფაშინიანმა დეპუტატებს. - „ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი უახლოეს მომავალში დავიწყოთ“.
მისივე თქმით, განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.