ფარული კამერები სასტუმროს ნომრებში - მეპატრონეს წინააღმდეგ საქმე აღიძრა (ხალკიდიკი)

სათვალთვალო კამერა

რამდენიმე დღის წინ ხალკიდიკიში, კერძოდ, კასანდრას სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში, წყვილმა აღმოაჩინა, რომ მათ ოთახში ფარული კამერა იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

როგორც ირკვევა, მათ კამერა დენის ჩამრთველში შენიშნეს და მეორე დღესვე პოლიციაში განაცხადეს.

ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არსებობდა სხვა ოთახებშიც, ხოლო მათ კონკრეტულ ოთახში სასტუმროს მფლობელი კიდევ 10 სხვა წყვილს უღებდა და ცხადია, აღბეჭდილი იყო მათი ინტიმური მომენტებიც.

მეპატრონემ პოლიციის განყოფილებაში აღიარა, რომ კამერები ნამდვილად თავად დაამონტაჟა და კადრებს პირადი გამოყენებისთვის იღებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კასანდრას განყოფილებაში გრძელდება.