ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს - ალის ვაიდელი

ალის ვაიდელი

ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.

„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.