ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად საგანგებო ზომებს იღებენ

sicxe

ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად საგანგებო ზომებს იღებენ. საფრანგეთში, სადაც ტემპერატურა უკვე თითქმის ერთი კვირაა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, საგანგებო თავშესაფრები და დროებითი საზოგადო საშხაპეები მოაწყვეს. მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ღია სივრცეში მომუშავე პერსონალს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საგანგებო ზომებს მიმართავენ საავადმყოფოებშიც, სადაც სხეულის გადახურებისა და მზის დარტყმის დიაგნოზით შეყვანილთა რაოდენობამ იმატა.

საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა გერმანიაშიც. ფედერალური მმართველობა იძულებული გახდა მდინარე რაინში ცურვა აეკრძალა. სიცხისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარეში ჩასვლას მსხვერპლი მოჰყვა.