ევროპარლამენტში ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე დეტალურ მოკვლევასა და გამჭვირვალობას ითხოვს

პატრიოტები ევროპისთვის

„პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე დეტალურ მოკვლევას და გამჭვირვალობას ითხოვენ.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროპელ ხალხს სიმართლის ცოდნის უფლება აქვს, თუმცა ევროპარლამენტის უმრავლესობა უარს აცხადებს კორუფციული სკანდალის საკითხი დებატებზე გაიტანოს.

„პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერმა ჟორდან ბარდელამ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის საბაზრო და სასოფლო სამეურნეო პოლიტიკაც და აღნიშნა, რომ ევროპული ბლოკი მრავალ სექტორში იდეოლოგიურ კოლაფსს განიცდის.