1768248959
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე, ევროპარლამენტი ირანის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და წარმომადგენელს თავის შენობებში შესვლას აუკრძალავს
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე, ევროპარლამენტი ირანის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და წარმომადგენელს თავის შენობებში შესვლას აუკრძალავს.
„მაშინ, როდესაც ირანის მამამაცი ხალხი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აეკრძალოს“, - დაწერა მეცოლამ.
მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა, „არ შეუწყობს ხელს იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების ხარჯზე ინარჩუნებს“.
„ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია“, - დასძინა მან.











