7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
1780399649
როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წევრმა, ტომაშ ფროელიხმა გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე, რომელიც საქართველოს ელჩისგან ამ დრომდე რწმუნებათა სიგელს არ იბარებს.
როგორც ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ეს ნაბიჯი განპირობებულია გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებით.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიის ნორმებს და სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ბერლინს არ სურს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება. მსგავსი ქმედებები საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია, ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული. როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, იმ იდეოლოგიის ფონზე, რომელსაც მისი მომხრეები „ვოუქ იდეოლოგიას“ უწოდებენ.
გერმანიამ უნდა იმუშაოს საქართველოსთან კონსტრუქციული და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რაც გულისხმობს ალექსანდრე კარტოზიას ბერლინში ელჩად აკრედიტაციას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ- გვერდზე საქართველოს პრეზიდენტთა სიიდან სალომე ზურაბიშვილის ამოღებას“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
უკვე მერვე თვეა, ოფიციალური ბერლინი საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე არ აახლებს საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებსაც. უპასუხოდ რჩება „ქრონიკის“ მიერ გერმანიის საელჩოსთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვებიც.