ევროპარლამენტარი კინგა გალი: დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია

კინგა გალი

დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - პროკურორები წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ იმ შენობაში, სადაც „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალიმ.

„მსგავსი არაფერი მომხდარა 1990 წლის დემოკრატიული ტრანსფორმაციის მერე. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მეთოდებით „ტისას“ მთავრობის თვითნებური მმართველობის მიმართ „ფიდესის“ წინააღმდეგობის გატეხვა ვერ მოხერხდა, მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის. დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.