23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766431854
ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, გრენლანდიის ჩათვლით, დაცული უნდა იყოს.
გრენლანდიაში აშშ-ის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ევროკავშირის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პოზიციაა.
„დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შენარჩუნებას ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ-ანუნიმ.