სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
„ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. ჩვენ ერთგულნი ვართ პრინციპისა, დავეხმაროთ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსეთის უკანონო აგრესიული ომის დასასრულებლად და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
კომისიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინანსური მხარდაჭერის ეს ეტაპი გადამწყვეტია: „დღეს მივესალმებით სახელშეკრულებო შეთანხმების ხელმოწერას, რაც აღნიშნავს მოლაპარაკებების დასრულებას უკრაინის მხარდამჭერ 90-მილიარდიან სესხში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ“.