1769284719
ევროკავშირმა 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცა
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვა, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება. Reuters-ის აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ბლოკის ყველა ქვეყნისთვის რუსულ გაზზე უარის თქმას „იურიდიულად სავალდებულოს“ ხდის.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს, მილსადენის გაზის იმპორტი კი 2027 წლის 30 სექტემბრამდე შეჩერდება.
აკრძალვის წინააღმდეგ სლოვაკეთი და უნგრეთი გამოვიდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უმრავლესობა საკმარისი აღმოჩნდა. უნგრეთი ამ გადაწყვეტილების ევროპულ სასამართლოში გასაჩივებას აპირებს.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსული გაზის წილი ევროკავშირში 40%-ზე მეტს შეადგენდა. 2025 წლის მონაცემებით, იმპორტის წილი 13%-მდე შემცირდა.










